Sazogadoeba.ge



“2004 წლის 22 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების წლისთავზე, გურამ შარაძემ უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა პირველად ჩაუშალა სააკაშვილსა და მის ე.წ. მოძღვრებს. ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო მაშინაც და მერეც... ახლაც იცინით? მამა ვის არ უყვარს, მაგრამ იმიტომ ვაღმერთებ მამაჩემს, რომ სულ ფეხებზე ეკიდა ე.წ. საზოგადოებრივი აზრი. შუბლით მიდიოდა თავისი სიმართლით, თავის კაცობით და სიკვდილიც შესაბამისი არგუნა ღმერთმა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ილია II” _ ეს სტატუსი გურამ შარაძის ქალიშვილმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. “საქართველო და მსოფლიო” ჟენევაში მყოფ რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა.

- მას შემდეგ, რაც პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თქვენ “ფეისბუქზე” დაწერეთ, რომ 2004 წელს მამათქვენმა, აკადემიკოსმა გურამ შარაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოწამვლის გეგმა ჩაუშალა.... დეტალურად გვიამბეთ, რა იცით ამის თაობაზე.

- პატრიარქის წინააღმდეგ მოფიქრებული არაერთი გეგმა ჩაუშალა გურამ შარაძემ სააკაშვილს პრეზიდენტობამდეც და მერეც. სააკაშვილის გეგმა ჯერ პატრიარქის მოწამვლას, შემდგომ ვითომ გადადგომას, სინამდვილეში კი გადაყენებას შეეხებოდა. ყველა შემთხვევაში, მამაჩემი საჯაროდ ამბობდა, რომ პატრიარქის სავარძელს უმზადებენ მეუფე დანიელს, რომელიც თავადაც არ აკლებს მცდელობასო. თქვენ იცით, რომ გურამ შარაძეს ჰაერზე ლაპარაკი არ სჩვეოდა.

- თქვენი აზრით, რატომ სურდა სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოშორება და მის ნაცვლად მეუფე დანიელის გაპატრიარქება?

- იმისთვის, რომ საპატრიარქოც ისევე ყურმოჭრილ მონად ექცია, როგორი ხელისუფლებაც ჰყავდა. მღვდლები ყველგან იქადაგებდნენ იმას, რასაც სააკაშვილი მოისურვებდა. მან კარგად იცის, თუ რა გავლენა აქვს ხალხზე ეკლესიას. მივიღებდით სეთურის მრევლის უფრო ფართო და თანამდროვე მოდელს. შორს რომ არ წავიდე, ყველას ემახსოვრება ქუთაისის ეპისკოპოსი კალისტრატე და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი; ერთი _ ქუთაისში, მეორე _ მილანში, ტაძრებში ქადაგებისას, წყევლიდნენ ყველას, ვინც სააკაშვილს ხმას არ მისცემდა. სამარცხვინოა და ამაზრზენი ეს ყველაფერი.

- თუ იცით, საიდან შეიტყო მოწამვლის მცდელობის შესახებ მამათქვენმა და ამაზე ინფორმაცია თუ ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს?

- ნამდვილად არ ვიცი, ვისგან ჰქონდა ხოლმე ასეთი ინფორმაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე არ ჩავეძიებოდი ხოლმა. მეტყოდა, რადგან გამოცდილი ვყავდი სიტყვის შენახვაში. რადგან თვითონ არ მიამბო დეტალები, მეც მომერიდა. რატომღაც სულ მეგონა, რომ ბევრი დრო მქონდა და ბევრ რამეს “მერე” შევიტყობდი მისგან... პატრიარქს ყოველთვის აფრთხილებდა, ეს დანამდვილებით ვიცი.

- რადგან ამბობთ, რომ მამათქვენმა ჩაუშალა სააკაშვილის რეჟიმს უწმინდესის გზიდან ჩამოცილების გეგმა და ისიც არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ ბატონი გურამ შარაძე სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა, იქნებ ეს ვერ აპატიეს მას?

- მამაჩემს ბევრი რამ ვერ აპატიეს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და კონკრეტული თემებიც დაგვისახელებია, იქნება ეს ე.წ. თურქი-მესხების, მუზეუმებში დაცული განძისა თუ სხვა საკითხები... ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი იყო მისი პიროვნება, რადგან ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა, ეხებოდა ეროვნულ თვითმყოფადობას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რაც მტკივნეულად აისახებოდა სააკაშვილზე. ის გემოს ვერ ატანდა თავის ავკაცობებს, გურამ შარაძე, ერთი კაცი, კალმით და სიტყვით არ აცლიდა მას ბოლომდე ტკბობას. ხალხი ენდობოდა მამაჩემს, მას ავტორიტეტი ჰქონდა. ის ქუჩიდან არ შესულა პარლამენტში, გურამ შარაძე შვიდი ათეული წიგნის ავტორი და გამომცემელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, კარგად მახსოვს, ინტერვიუ, რომელიც “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა სათაურით: “გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება! 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!”.

მამაჩემი ამბობდა, რომ იგეგმებოდა მორიგი დანაშაული პატრიარქის _ ილია II ჩამოსაშორებლად და შიფრავდა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გეგმას, რომელიც, რასაკვირველია, ამის შემდეგ ჩაიშალა. ეს ნამდვილად ასე იყო და კიდევ ბევრჯერ დადასტურდება. ამით გავეშებულმა სააკაშვილმა 10 დღეში, 2004 წლის 25 ნოემბერს, მამაჩემი დაიჭირა და 2 კვირით ციხეში გამოამწყვდია ვიღაც ოლბინსკის იაფფასიანი პლაკატების (და არა ნახატების, როგორც გია ბუღაძეს და გოკა გაბაშვილს უნდოდათ შემოესაღებინათ და ატყუებდნენ ხალხს) ჩამოხევის გამო. ამას თავად გურამ შარაძე ამბობდა ყველგან, არაერთი ინეტრვიუც არსებობს, სადაც ამბობს, რომ, პირველ რიგში, პატრიარქის წინააღმდეგ გეგმის ჩაშლის გამო იძია მასზე შური სააკაშვილმა.

- რუსუდან, ამ ფაქტის გახსენებით საზოგადეობას იმას მიანიშნებთ, რომ უწმინდესის მოწამვლის მცდელობაში ახლაც სააკაშვილის ხელი ურევია?

- გარდა იმისა, რომ მსგავსი გარეწარი სხვა არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელიც პატრიარქზე ხელს აღმართავდა, მთელი ინტერვიუს განმავლობაშიც ხომ ამაზე ვსაუბრობთ. 13-14 წლის წინათ თუ ჩაიდენდა, დღეს რა შეუშლის ხელს, უარესად გაბოროტებულს, გაავებულს, საკუთარი გუნდისგან მიგდებულს და ქვეყნიდან პანღურით გაგდებულს?! ის ვერ იტანს ავტორიტეტებს, სულერთია, ეკლესიაა, მეცნიერებაა, პოლიტიკაა თუ ქურდული სამყარო; ძირში სპობს. შურს ყველასი, სძულს ყველა, ვინც ოდნავ მასზე მეტია და, თუ არ ემორჩილებიან, უკვე, სიძულვილთან ერთად, შიშიც იპყრობს. სააკაშვილი ხომ ცნობილი კურდღელია _ მილიონი კაციც რომ იცავდეს, სად წაუვა თავის ბუნებას?!

- თუ ასეა, რისთვის ან რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა საქართველოდან წასულ ყოფილ პრეზიდენტს ეს და, საერთოდ, რით ახსნით ულტრალიბერალების გააფთრებულ ბრძოლას პატრიარქისა და, საზოგადოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?

- სააკაშვილი ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას. იცის, რომ, თუ ძალაუფლება არ ექნება, ივლის, როგორც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი, “მსუყე” წარსულით. არც ციხის საკნის მოლანდებები იქნება უცხო მისთვის, ამიტომ ყველა გზას მიმართავს. თუნდაც არეულობას ხომ შემოიტანს, ხომ გაამწარებს, ხომ აატირებს ხალხს, მისთვის საძულველ ადამიანს ხომ წაართმევს სიცოცხლეს და ხომ გაიხარებს 5 წუთით მაინც?!

- პროკურატურის ოფიციალური განცხადებიდან რამდენიმე საათში “კურიერმა” მამალაძის წერილი გამოაქვეყნა (ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი), იგი უწმინდესს სწერს: “თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, იყო ჩემ მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს”...

რა მიზანს ემსახურება ამ შინაარსის წერილის გამოქვეყნება? 



წლის თვითნასწავლი მხატვარი ელენე ელყანიშვილი  უკვე 400-მდე ნამუშევრის ავტორია.  ხატავს ყოველდღე.   აქვს დიდი ოცნებები და ჯერ არ იცისრომ  განსაკუთრებულია.

ერთ დღეს დედას „ნამდვილი“ ნახატების საღებავები მოსთხოვა და...

 „ნამდვილი“ ნახატების საღებავები და  ფუნჯები მოითხოვა.  პირველი ნახატი ზეთით შეასრულა, ლამაზი გამოვიდა... მას შემდეგ ფუნჯი აღარ დაუდია, - ხატავს ზეთით, გუაშით, აკრილით, - ამბობს  ელენეს დედა და   პატარა შემოქმედის შესახებ  sazogadoeba.ge-სთან საუბრობს.

-ჩვენი სახლი ერთი დიდი გალერეაა.  ამ დროისთვის  400-მდე  ნახატი აქვს შექმნილი. არც კი მახსენდება  დღე  ხატვის გარეშე...  ხატვის დროს  მუსიკის მოსმენა უყვარს -  თან მღერის, თან ცეკვავს , თან ხატავს -  ძალიან მოძრავია. ნახატის  შესაქმნელად  5-10 წუთი სჭირდება. სწყინს როდესაც არ უჯერებენ, რომ ნამდვილად მისი შესრულებულია, ამიტომ ხატვის პროცესს ვიდეოზე ვიღებთ.





ჩინეთის მთებში დიდი ხანია უფასო რესტორანი ფუნქციონირებს. მასში გემრიელი ჩინური კერძების დაგემოვნება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა რესტორნამდე მისაღწევად არაერთი რთული დაბრკოლების გადალახვაა საჭირო.

პირველი დაბრკოლება ყველაზე ადვილია. დაახლოებით ერთკილომეტრიანი დისტანცია რესტორანში მოხვედრის მსურველმა საბაგირო გზით უნდა დაფაროს.



შემდეგი დაბრკოლება გაცილებით რთული გადასალახავია. უფასო რესტორნის მოყვარულებს კლდეზე გადებულ 40 სანტიმეტრის სიგანის ხის ბილიკზე მოუწევთ გავლა. წონასწორობის შესანარჩუნებლად ბილიკს მთელ სიგრძეზე მსხვილი ჯაჭვები გაჰყვება. ადრინალინის მოყვარულებს მთავარი დაბრკოლება სწორედ ხის ბილიკზე ხვდებათ, როდესაც რესტორანში ნამყოფი ექსტრემალები უკან ბრუნდებიან. ამ შემთხვევაში მათ ერთმანეთს გვერდი ისე უნდა აუქციონ, რომ ხევში არ გადაიჩეხონ.



ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში რესტორნის პოტენციურ სტუმრებს მთამსვლელობაშიც მოუწევთ ძალების მოსინჯვა. ციცაბო კლდე მათ ჯაჭვებისა და კლდეზე ამოკვეთილი სპეციალური ღრმულების საშუალებით უნდა აიარონ, თუმცა ამით მათი ტანჯვა არ მთავრდება. ფინიშის ხაზამდე მისაღწევად მათ დამატებით რამდენიმე ასეული საფეხურის ავლა კიბეზე მოუწევთ, რის შემდეგაც გემრიელი სადილი გარანტირებული აქვთ.





წყარო: sazogadoeba.ge



"ყველა კაცი კაცია, ყველა ქალი კი ქალია"
ზიგმუნდ ფროიდი

ქვეცნობიერის და ცნობიერის ურთიერთჭიდილი

ადამიანის რაობა, უპირველეს ყოვლისა, ყოფითი სარგებლიანობით განისაზღვრება, რაც თავისთავად შეიცავს დამატებითი კომპონენტების შერჩევით დაშვებულობას, ერთმანეთთან ურთიერთქმედების გაწერილ მექანიზმებს, ინსტიქტური თუ გააზრებული ქცევის გარკვეულ ფაქტორებს, რომელიც, თავის მხრივ, კაცობრიობის მრავალმხრივი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ყველაფრის განმსაზღვრელი კი ადამიანის გონებაა, რომელიც კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იქნება მეცნიერების კვლევის, დაკვირვების და ექსპერიმენტის საგანი.
"ფროიდის გონების ტოპოგრაფიული თეორიის მიხედვით ადამიანის გონება წარმოდგენილია სამი სხვადასხვა დონით: ქვეცნობიერი, არაცნობიერი, ცნობიერი.

1) ქვეცნობიერი - არის ფიქრის პრიმიტიული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი მოქმედებს ძირითადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. საკუთარი ქცევის გაცნობიერების გარეშე. ამ დროს ადამიანი არ ითვალისწინებს ქცევის მიზეზს და შედეგს, მთავარია ის იმპულსები და გრძნობები დაიკმაყოფილოს, რაც უჩნდება. ქვეცნობიერი მუდმივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ.

2) არაცნობიერი - ზოგჯერ მას წინარე ცნობიერებას უწოდებენ ქართულად (რუსული სკოლის გავლენით) შეიცავს მოგონებებს, მეხსიერებას, რომელიც შეიძლება ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ცნობიერებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ადამიანს მათი გამოყენება შეუძლია.

3) ცნობიერი - წარმოადგენს ადამიანის ფიქრებს რის შესახებაც ადამიანმა თავად იცის. ცნობიერს აქვს წვდომა, არაცნობიერთან ნაწილობრივ, თუმცა არა ქვეცნობიერთან. ცნობიერი, ქვეცნობიერისგან განსხვავებით იყენებს ფიქრის მეორად პროცესს. ფიქრის მეორადი პროცესია, ლოგიკაზე, სივრცეზე და დროზე ორიენტიტირებული."

გონების ამ სამი შემადგენელი კომპონენტის მუდმივი ჭიდილი არის სწორედ ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი. თვისებრივი სხვადასხვაობა ადამიანების გარკვეულ კატეგორიებს შორის ქვეცნობიერის და ცნობიერის "შეჯიბრით" გამოწვეული ინსტიქტური ქმედებაა. ხოლო არაცნობიერი აქ მხოლოდ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ხან ერთ მხარეს იხრება და ხან მეორე. შემედავებით და მეტყვით, თუ ცნობიერი ლოგიკას ექვემდებარება და გააზრებულ ქმედებას წარმოადგენს, როგორ შეიძლება მას ინსტიქტური ვუწოდოთ პარალელურადო და არც შეცდებით, თუმცა... როდესაც ქვეცნობიერი მეტისმეტად ძლიერია, ხოლო ცნობიერი პოზიციებს არ თმობს, მაშინ ის ავტომატურად გადაინაცვლებს ქვეცნობიერში და მისდაუნებურად თრგუნავს იქ არსებულ (წარმოქმნილ) სურვილებს. შესაბამისად, ჩანს, რომ ცნობიერმა პოზიციები დათმო და ქვეცნობიერი არის ამ ეტაპზე ქცევის განმაპირობებელი. ეს კი თავისთავად ეყრდნობა სურვილების მკვეთრად გამოხატულ ინსტიქტს. მაგალითად, ავიღოთ სიტუაცია, როდესაც ქალი ძალიან ნერვიულობს ჭარბ წონაზე და მიმართავს სხვადასხვა ხერხს სხეულის, რბილად რომ ვთქვათ, ნორმაში ჩასაყენებლად. მან იცის, რომ მისი ნებისყოფა დაეხმარება თავი იგრძნოს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და რაც მთავარია, ბედნიერად. შედეგის მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ მზად არის უარი თქვას ყველაფერ დანარჩენზე. რამდენიმედღიანი "ტანჯვის" შემდეგ ქალი ვარდება სიტუაციაში, სადაც მისთვის საოცნებო ყველა ნუგბარია ერთად თავმოყრილი. მისი ქვეცნობიერი ინსტიქტური ქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო ცნობიერი დიეტას ახსენებს, რაც ავტომატურად, ქალის თავშეკავებას იწვევს. ერთი ჭიქა ალკოჰოლი და ქალი მეტად ექვემდებარება ქვეცნობიერს, თუმცა პარალელურად ამჩნევს ყველა ლამაზ სხეულს, რომელზე ოცნებაც წლების განმავლობაში უხდება თვითონ. ამ დროს ხდება ჭამის სურვილის ჩანაცვლება საოცნებო შედეგის მიღების სურვილით, თვალით აღქმული სილამაზის გადასროლა ქვეცნობიერში. ქალს უნდა ასეთი იყოს, უკვე არა გააზრებულად, არამედ ინსტიქტურად. მას ის, ვიღაც, მოსწონს. ცნობიერი გადადის ქვეცნობიერში და თრგუნავს იქ უკვე არსებულ სურვილს. იმ შემთხვევაში, თუ საოცნებო ვიზუალის მორგების გააზრებული სურვილი არც ისე ძლიერია, ქვეცნობიერი მას მასზე ზემოქმედების საშუალებას აღარ აძლევს. აი, აქ უკვე ერთვება ჭეშმარიტი ინსტიქტი და ჭარბწონიან ქალს აიძულებს მიირთვას სანაქებო ნუგბარი. ამით ის იმ კონკრეტულ მომენტში ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე იქნებოდა საოცნებო ვიზუალის ქონის შემთხვევაში.

როდესაც სურვილები, შინაგანი ემოციები, გრძნობები მეტისმეტად ძლიერია ადამიანის ქმედება ავტომატურად ერთვება ინსტიქტზე და მოქმედებს შედეგის გაუაზრებლად ანუ მიდის რისკზე. ამას ხშირად "გონების დაბნელებასაც" ვეძახით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიცით, რომ არ შეიძლება და ვაკეთებთ, და როდესაც არ ვიცით, რა მოჰყვება ამას და მაინც ვაკეთებთ. არის შემთხვევები, როდესაც ვცდილობთ შედეგში გარკვევას, ვხვდებით მის უარყოფით ალბათობას, თუმცა გონებას ვერ ვაიძულებთ ჩაერთოს ჩვენს ქმედებაში, გვაიძულოს სწორად მოქმედება, ვინაიდან ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში ემოციები აბსოლუტურად უმართავი ხდება. და რას აკეთებს ამ დროს არაცნობიერი? ერთვება მოგონებები, ფაქტები, რომელიც ან ერთ მხარეს უწყობს ხელს მეტი სიმძლავრით მოქმედებისკენ, ან - მეორეს. დადებითი მოგონებები აძლიერებს ქვეცნობიერ ინსტიქტებს, ხოლო უარყოფითი ადამიანს აიძულებს ქმედების გააზრებას.

ევა ადამისთვის
ადამიანის გონების რომელიმე მონაკვეთის მიერ ნაკარნახევი ქმედება არსად არაა ისე მკვეთრად და წინააღმდეგობრივად გამოხატული, როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისას.

ჭეშმარიტება: ადამიანები, ფიზიოლოგიური აგებულების მიხედვით, იყოფიან ორ კატეგორიად: არსებობენ ქალები და მამაკაცები

რელიგიური წარმომავლობა: ღმერთმა ჯერ მამაკაცი შექმნა, მერე ქალი...

ფაქტი: შეიქმნა ევა ადამისთვის...

დიდი ფილოსოფია არაა საჭირო, რომ მიხვდე, ქალი მამაკაცისთვის ქალად არის შექმნილი, ეს კი თავისთავად გულისხმობს მამაკაცის მხრიდან ქალის ქალად და პირიქით, ქალის მხრიდან მამაკაცის მამაკაცად აღქმადობის გაუბათილებელ ჭეშმარიტებას.

თუმცა ვინაიდან ორივე სქესის წარმომადგენელი ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და შეუძლებელია ყველა ქალი ქალად ან მამაკაცი კაცად იყოს აღქმული საპირისპირო სქესის მხრიდან, ამიტომ ადამიანებმა გამოვძებნეთ ურთიერთობის სხვა ხერხი და ამას ქალს და მამაკაცს შორის და-ძმური ურთიერთობის მსგავსი მეგობრობა დავარქვით. ბოლოს და ბოლოს, რატომაც არა. თუკი შეიძლება საპირისპირო სქესის მქონე ნათესაური კავშირის სიწმინდის აღქმა, დისა და ძმის უკეთილშობილესი ურთიერთობების მაგალითებად მოყვანა, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, მაგალითად, ორი საპირისპირო სქესის ადამიანს შორის არსებული წმინდა ურთიერთობის თუნდაც თეორიულად დაშვება?

აი, სწორად აქ ერთვება გონების სამივე ასპექტი. და-ძმა და ნათესავები... ეს ქვეცნობიერში ჩამოყალიბებული ემოციაა, რომელიც გააზრებას არ საჭიროებს. არაცნობიერი ეხმარება ქვეცნობიერს ჭეშმარიტების აღქმაში გაუაზრებლად. ბავშვობიდან მოყოლებული შემგუებლობა, შინაგანი ემოციებით გამოწყვეული უსაზღვრო პატივისცემა და გენეტიკური სიყვარული - ეს ის ფაქტორებია, რომელიც შემდეგ გაცნობილ ადამიანებზე არ შეიძლება გავრცელდეს. შესაბამისად, რაც არ უნდა ვამტკიცოთ ქალებმა, ეს მამაკაცი საკუთარი ძმასავით გვიყვარსო, ან პირიქით, მამაკაცებმა "გადაიჭრან ვენები" კონკრეტული ინდივიდის "დასავით" სიყვარულზე, ის ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი ძმა (ან და) ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დაშვებულობამ შეიძლება იარსებოს ცნობიერში, რომელიც ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში გახდება ქვეცნობიერის დათრგუნვის ობიექტი.

"სულ სხვა სფერო"

ფრანგი ესეისტი და მორალისტი ჟან დე ლა ბრუიერი ქალისა და მამაკაცის მეგობრობას დასაშვებად და უფრო მეტიც, საჭიროდ მიიჩნევდა, თუმცა ამავე დროს განმარტავდა: "მეგობრობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს. და მაინც ქალი კაცში ყოველთვის ხედავს კაცს, და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს. ამგვარი ურთიერთობა არც მეგობრობად და არც ვნებად არ ჩაითვლება: სულ სხვა სფეროს ეკუთვნის".

რა ხდება ადამიანების გონებაში "სხვა სფეროში" აღმოჩენის შემთხვევაში? ამ თემაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლის მაგალითებად მოყვანაც შეიძლებოდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა... თუ კვლევების ვალიდურობას ადამიანების გულწრფელობის დონე განსაზღვრავს, ბუნებრივია, არ შეიძლება მას 100%-ით ვენდოთ. ალბათ რამდენიმეპროცენტიანი ეჭვი მაინც უნდა დავუშვათ ყოველი ჯერადობით, თუმცა... არსებობს ჭეშმარიტების დასადგენი ვარიაციებიც. მაგალითად, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტები და ყოველი ემოციების ფურცელზე გადმოტანის მცდელობაც, რომელთა შედეგების შედარება კვლევით მოცემულობასთან დაადასტურებს, სავარაუდოდ, სოციალური კვლევების შედეგების ჭეშმარიტებასაც.

პირველ რიგში, აუცილებელია გავიაზროთ, რა იწვევს ადამიანებში ემოციების სიმძლავრეს, რომელიც შემდეგ ბატონდება გონებაზე და რა ფაქტორები აახლოებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. ბრიუერს თუ დავესესხებით "გულით უფრო ადვილად და სიამოვნებით უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, ვიდრე გონებით". "გავბედავ და ვიტყვი, მხოლოდ გულს ძალუძს შეიცნოს და შეარიგოს ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთავსებელი გრძნობები." - აღნიშნავს ფრანგი მორალისტი.

აქვეა მეცნიერების დასკვნებიც, რომლის საფუძველზეც მტკიცდება, რომ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა სექსუალურ ლტოლვას ემყარება მაინც. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი უფრო პირდაპირია ყოველთვის მსგავსი ემოციების გამოვლენისას, ვიდრე ქალი. ეს უკანასკნელი კი ხშირად საკუთარ თავსაც ძლივს უტყდება, რომ მეგობარ მამაკაცთან ისიც ქალად გრძნობს თავს და არა მის "ძმაკაცად", რომელზეც ხშირად აკეთებს აქცენტს ორივე მხარე.

ფსიქოლოგების აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობაში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან ავტომატურად დგება საზღვრები, რომელსაც არც მამაკაცი უნდა გასცდეს და არც ქალი, ბუნებრივია მეგობრობის "ხათრით".

ამ კონკრეტულ სტატიაში ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის მაგალითებს განვიხილავთ ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერით მამაკაცებთან (მეგობრებთან) ტიპიური ურთიერთობების შემთხვევებში და ამ უკანასკნელთა ხასიათების ცვალებადობას მათივე ქმედითი წვლილის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერიმენტისთვის გვჭირდება შინაგანი, ქვეშეცნეული ემოციებით დაახლოებული საწინააღმდეგო სქესის ადამიანები მკაცრი მორალური ღირებულებებით.
რაც ნაკლებია თეორიული დაშვებულობა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების განვითარების კუთხით, მით უფრო ზუსტია რეალურ ცხოვრებაზე მორგებული მეგობრობის ალბათობის საზომი.
და მაინც, რა არის ქალის და მამაკაცის მეგობრობის საწყისი, როგორ ვითარდება ურთიერთობები, რა უწყობს ხელს სულიერი სიახლოვის გამძაფრებას, ჩნდება თუ არა "ფლირტის" ელემენტები და სადამდე შეიძლება მივიდეს "ნებაზე" მიშვებული ქმედებები.




წყარო: sazogadoeba.ge


ყველა ცოლი თავს იდეალურად, ან იდეალურთან მიახლოებულად მაინც თვლის, თუმცა ყველას  თავისებური  ნაკლიც აქვს და ღირსებაც.  ქალის ქცევაზე ოჯახური თანაცხოვრების დროს გავლენას  ზოდიაქოს ნიშნებიც ახდენენ. თითოეულ მათგანს საინტერესო მახასიათებლები აქვს.

თხის რქა
ცოლი - პრინციპულობა. მას თავისებური, მაგრამ ზუსტი წარმოდგენა აქვს,  თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი. საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, თხის რქები არასდროს მიყვებიან ცოლად პირველივე შემხვედრს მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ.  თხის რქა, განსაკუთრებით საშუალო ასაკში,  არასდროს გადადგამს  ნაბიჯს ქორწინებისკენ გაუაზრებლად, ის ძალიან დაკვირვებით შეარჩევს მომავალ მეორე ნახევარს, რომელიც მის  მოთხოვნებს  სრულად უპასუხებს. და თუ აღმოჩნდა, რომ  მისი ქმარი არც ისე იდეალურია, როგორც ეს თავიდან ეგონა,  ყველანაირად შეეცდება  სიტუაციის გამოსწორებას და  მის ხელთ არსებული ყველა საშუალებისა და მეთოდების გამოყენებით,  მეუღლეს იდეალურობამდე მიიყვანს. თუ ამ პერიოდს გადაიტანს, მის ოჯახში ყოველთვის სრული ჰარმონია იქნება.

მერწყული
ცოლი - მხიარულება. მისი მთავარი თეზისია - ცხოვრება ძალიან მოიკლეა იმისთვის, რომ ის ათას სისულელეებში დახარჯო. სწორედ ამიტომ მას არ ექნება მაცივარში ახალი ბორში და კატლეტი და ბინაშიც ძნელად თუ შეინარჩუნებს იდეალურ წესრიგს. ოჯახური ცხოვრება, მისი აზრით, სავსე უნდა იყოს სიხარულით, სიცილითა და მხიარულებით. ამიტომ ასეთი ცოლის გვერდით ქმარი არასდროს მოიწყენს. მთავარია ცოლ-ქმარმა მხიარულების სეანსებს შორის აზრზე მოსვლაც მოასწრონ.

თევზები
ცოლი- მსახიობი. ქმარი ვერასდროს გამოიცნობს, რას ფიქრობს ის სინამდვილეში და რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში. სამაგიეროდ, მასთან არასდროს მოიწყენს და მთელ ცხოვრებას საყვარელი ქალის იდუმალი სულის ამოცნობას მოანდომებს. ასეთი ქალის ქმარი აუცილებლად ქვის კედელივით ძლიერი, როგორც იტყვიან, შემომტანი, ოჯახის უფროსი, კარგი საყვარელი და საინტერესო მოსაუბრე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში,  ის უკანმოუხედავად წავა, თან არც კი დაემშვიდობება, ისე.  ასეთი ქალის ამოცანა ერთ მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან მიზნამდე დადის - მან ქმარს საკუთარი თავით ცხოვრება უნდა გაულამაზოს.

ვერძი
ცოლი - მეტოქე.  ის ძალიან ძლიერი ქალია, ამიტომ მას სჭირდება ასეთივე ძლიერი მამაკაცი, მტკიცე და ამტანი. ტემპერამენტიანი ვერძი-ქალბატონის რეგულარული ქარიშხლის ატანა - ეს სუსტი კაცების საქმე არ არის. როგორ კი ის ასეთ მამაკაცს იპოვის, მაშინვე გაყვება ცოლად. ამის შემდეგ მათ ხასიათების მრავალწლიანი ბრძოლა ელოდება, რომელიც შედარებით წყნარი მხოლოდ ოქროს ქორწინებისთვის გახდება.

კურო
ცოლი - მოტივატორი. ასეთები ხშირად მიყვებიან ცოლად სიმპატიურ და მხიარულ უსაქმურებს, რადგან მათთან არასდროს იწყენენ. არადა, ძალიან მალე ამ უსაქმურს, უბრალოდ, წარმატების მიღწევა და სიმდიდრის მოპოვება მოუწევს, რადგან ცოლს კარგი კვება და კარგად ჩაცმა დასჭირდება. ასევე ის სიმპათიურ სახლს და პატარა მანქანასაც მოითხოვს. ამისთვის კურო-ცოლი ქმარს ნელ-ნელა დაამუშავებს, მის მანიპულირებას შეეცდება, შანტაჟზეც არ იტყვის უარს და მოტივაციის სხვა ტექნიკასაც გამოიყენებს. მოკლედ, მათ შორის უფრო ძლიერი „გადარჩება“.

კირჩხიბი
იდეალური ცოლი. მისი დათანხმება გათხოვებაზე რთულია, მაგრამ თუ მოხერდება, ქმარი სრულ კომპლექტს მიიღებს:  ლამაზ და ჭკვიან ცოლს, კარგ დიასახლისსა და შესანიშნავ საყვარელს. ოჯახი - ეს მისთვის ყველაზე მთავარია. და თუ ქმარი ამ ყველაფერს არ გაიზიარებს, მას დაუნდობლად მოაქცევენ მარწუხებში.

ლომი
ცოლი - დედოფალი. ასეთ ქალები ცოლად მხოლოდ მათ მიყვებიან, ვინც მზად არის მაშინვე შეუქმნას მას დედოფლისთვის შესაფერისი ცხოვრება, შემდეგ კი, ყოველდღიურად დაიპრყოს მისთვის ახალი მწვერვალები და მთელი სამყარო მის ფეხქვეშ გაფინოს. მოკლედ, ლომი-ცოლი უნდა ბრწყინავდეს და ქმარი ამისთვის ყველა საჭირო პირობას უქმნიდეს.

ქალწული
ჭკვიანი ცოლი. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველაფერს გაიგებს, გაიზიარებს, და ბრძნულ რჩევასაც  არ დაიშურებს. ის ცოლიცაა, საყვარელიც, საუკეთესო მეგობარიც, ამიტომაც ქმარი მეგობრების სიმცირის დეფიციტს ვერასდროს იგრძნობს.  თუმცა იქნება მომენტები, როდესაც ქალწულს ქრმისთვის  „ტვინის წაღების“ სურვილი შეიპყრობს და ამას უკვე აპრობირებული, კარგად გააზრებული მეთოდების გამოყენებით გაკეთებს. თუმცა ეს ძალიან მცირეხნიანი „შეტევა“ იქნება, რის შემდეგაც ის უკვე ბოდიშს მოიხდის.  

სასწორი
ცოლი-კატა, საყვარელი და ლამაზი, მაგრამ არც ისე „სასარგებლო“ თანაცხოვრებაში. სამაგიეროდ ის მისი არსებობით გარემოს გარდაქმნის,  მის გარეშე სახლი ცარიელია. სასწორ-ცოლს აუცილებლად უნდა ეფერო და ხელის გულზე ატარო, თორემ ეწყინება და სახლიდან  გაიქცევა, შუაღამეც რომ იყოს.  

მორიელი
ცოლი - ჯადოქარი. ის ნებისმიერს მოაჯადოებს და  თუ ძალიან კარგად მოიქცევა, მაშინ  საკუთარი ჯადოსნური ძალის გამოყენებით მისკენ წარმატებასა და სიმდიდრესაც „გაუშვებს“. ასეთი ქალის ქმრის , ბუნებრივია, ყველას შურს, მისი ცოლი ხომ ლამაზიცაა და ჭკვიანიც, ის იდეალური ქალია. შესაბამისად, მორიელის ქმარიც ძლიერი, ჭკვიანი და ქარიზმატული უნდა იყოს. მას სხვა გამოსავალი არც აქვს.

მშვილდოსანი
ცოლი - მებრძოლი მეგობარი. ის ქალია, რომელთან ერთად ცეცხლშიც შეხვალ, წყალშიც და სამხედრო დავალების შესასრულებლადაც გაემგზავრები უშიშრად. ქმრის ზურგს უკან მხოლოდ იმიტომ იმალება, რომ ასე უფრო მარტივია მისთვის ტყვიების მიწოდება.  ქმარს კი მოუწევს კარგი არსენალის შეძენა, რომ უამრავი თაყვანისმცემლის მოშორება მოახერხოს და საკუთარი თავიც დაიცვას. ასეთ ქალთან პოლემიკის მოგება ერთადერთი გზითაა შესაძლებელი - უნდა აღიაროს, რომ ცოლი მართალია.

ტყუპები
ცოლი - სარკე. ის სავსეა მისტიკით, იდუმალებით და საფრთხის განცდით,  ზუსტად იცის, ვინ არის მისი რჩეული სინმადვილეში და მზადაა აჩვენოს მისი რეალური სახე, ასეთ ადამიანთან ოჯახის შექმნა მხოლოდ ძლიერ და კარგ ადამიანს შეუძლია, მას, ვინც საკუთარ თავზე მწარე სიმართლის გაგებას არ შეუშინდება. ყველა სხვა მისთვის წარსული გახდება, ან თვითონ გაიქცევა, ან ცოლი მოიშორებს მარტივად. ასეთი ქალი ყველზე ბედნიერად ითვლება, რადგან მას ნამდვილად შეუძლია ღირსეული მამაკაცის არჩევა.



მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა  შუამდინარეთში, მესოპოტამიის მიწაზე, ცათამბჯენი კოშკის, „ბაბილონის გოდოლის“ აშენება გადაწყვიტეს. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა  მათ „ენა აღურია“ და  მთელ დედამიწაზე გაფანტა. ბიბლიური ებერი ამ ბოროტებას განერიდა და გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა არ მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ ამის გამო მის მოდგმაში დასაბამისეული  ენა, რომელზედაც კაცობრიობა აღრევამდე მეტყველებდა, პირვანდელი სახით შენარჩუნდა. ებერის შთამომავლობის ერთ-ერთ შტოს იბერნი ეწოდა, ხოლო ქალდეველ-იბერებში შენარჩუნებული ენა შუმერულის საწყისი გახდა.

შეძლეს თუ არა პროტოქართველებმა გაფანტვის შემდეგ თავიანთი ეთნიკური სახის შენარჩუნება, ისტორიკოსთა და ლინგვისტთა განუწყვეტელი ინტერესის საგანი იყო. მეცნიერები შუმერთა ცივილიზაციის კვალს დღემდე დაეძებენ. მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, შუმერთა შთამომავლები კავკასიაში სახლობენ.

ენათმეცნიერები წლების განმავლობაში  სემიტურ, ინდო-ევროპულ, ჩინურ, თურქულ-მონღოლურ, ფინიკიურ ენებს შუმერულს ადარებდნენ,  მაგრამ მათ შორის გენეტიკური მსგავსება არ დასტურდებოდა, ნათესაური კავშირი მხოლოდ ქართულ  ენასთან გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ შუმერული ენა მორფოლოგიურ და სინტაქსურ მსგავსებას ქართულ, სვანურ-მეგრულ-ლაზურ-ჭანურ და კავკასიურ ენებთან იჩენს. ეს გენეტიკური კავშირი დადგენილ იქნა მიხეილ წერეთლის, ნიკო მარის, კრამარჟის, სეისის, კარსტის, ჰომელის, ბორკისა და სხვათა ხანგრძლივი კვლევისას.  ამგვარივე მოსაზრებას ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო განავრცობს და მრავალმხრივი ფაქტიური მასალების მოშველიებით ასაბუთებს.

ამიერკავკასიის მკვიდრ მოსახლეობას, უპირველესად, ქართველებს, შუმერების შთამომავლებად მიიჩნევს ასევე  აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია ადასტურებს, რომ ცნობილ მეცნიერებს ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, კიპერტს, ლემან-ჰაუპტს, ლენორმანს, აკად. ნ. მარს, აკად. ტურაევს და სხვებს არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველების შუმერული მემკვიდრეობა.

ქართველების შუმერულ წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკუთარ მიგნებებზე, ენობრივ და ლექსიკურ ასპექტებზე,  sazogadoeba.ge-ს მთარგმნელი გულიკო პირველი ესაუბრება:



წყარო: sazogadoeba.ge
//]]>