Sazogadoeba.ge

უფასო რესტორანი ადრენალინის მოყვარულებისთვის

0




ჩინეთის მთებში დიდი ხანია უფასო რესტორანი ფუნქციონირებს. მასში გემრიელი ჩინური კერძების დაგემოვნება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა რესტორნამდე მისაღწევად არაერთი რთული დაბრკოლების გადალახვაა საჭირო.

პირველი დაბრკოლება ყველაზე ადვილია. დაახლოებით ერთკილომეტრიანი დისტანცია რესტორანში მოხვედრის მსურველმა საბაგირო გზით უნდა დაფაროს.



შემდეგი დაბრკოლება გაცილებით რთული გადასალახავია. უფასო რესტორნის მოყვარულებს კლდეზე გადებულ 40 სანტიმეტრის სიგანის ხის ბილიკზე მოუწევთ გავლა. წონასწორობის შესანარჩუნებლად ბილიკს მთელ სიგრძეზე მსხვილი ჯაჭვები გაჰყვება. ადრინალინის მოყვარულებს მთავარი დაბრკოლება სწორედ ხის ბილიკზე ხვდებათ, როდესაც რესტორანში ნამყოფი ექსტრემალები უკან ბრუნდებიან. ამ შემთხვევაში მათ ერთმანეთს გვერდი ისე უნდა აუქციონ, რომ ხევში არ გადაიჩეხონ.



ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში რესტორნის პოტენციურ სტუმრებს მთამსვლელობაშიც მოუწევთ ძალების მოსინჯვა. ციცაბო კლდე მათ ჯაჭვებისა და კლდეზე ამოკვეთილი სპეციალური ღრმულების საშუალებით უნდა აიარონ, თუმცა ამით მათი ტანჯვა არ მთავრდება. ფინიშის ხაზამდე მისაღწევად მათ დამატებით რამდენიმე ასეული საფეხურის ავლა კიბეზე მოუწევთ, რის შემდეგაც გემრიელი სადილი გარანტირებული აქვთ.





წყარო: sazogadoeba.ge

0 коммент.:

Отправить комментарий