ყველა ცოლი თავს იდეალურად, ან იდეალურთან მიახლოებულად მაინც თვლის, თუმცა ყველას თავისებური ნაკლიც აქვს და ღირსებაც. ქალის ქცევაზე ოჯახური თანაცხოვრების დროს გავლენას ზოდიაქოს ნიშნებიც ახდენენ. თითოეულ მათგანს საინტერესო მახასიათებლები აქვს.
თხის რქა
ცოლი - პრინციპულობა. მას თავისებური, მაგრამ ზუსტი წარმოდგენა აქვს, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი. საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, თხის რქები არასდროს მიყვებიან ცოლად პირველივე შემხვედრს მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ. თხის რქა, განსაკუთრებით საშუალო ასაკში, არასდროს გადადგამს ნაბიჯს ქორწინებისკენ გაუაზრებლად, ის ძალიან დაკვირვებით შეარჩევს მომავალ მეორე ნახევარს, რომელიც მის მოთხოვნებს სრულად უპასუხებს. და თუ აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი არც ისე იდეალურია, როგორც ეს თავიდან ეგონა, ყველანაირად შეეცდება სიტუაციის გამოსწორებას და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებისა და მეთოდების გამოყენებით, მეუღლეს იდეალურობამდე მიიყვანს. თუ ამ პერიოდს გადაიტანს, მის ოჯახში ყოველთვის სრული ჰარმონია იქნება.
მერწყული
ცოლი - მხიარულება. მისი მთავარი თეზისია - ცხოვრება ძალიან მოიკლეა იმისთვის, რომ ის ათას სისულელეებში დახარჯო. სწორედ ამიტომ მას არ ექნება მაცივარში ახალი ბორში და კატლეტი და ბინაშიც ძნელად თუ შეინარჩუნებს იდეალურ წესრიგს. ოჯახური ცხოვრება, მისი აზრით, სავსე უნდა იყოს სიხარულით, სიცილითა და მხიარულებით. ამიტომ ასეთი ცოლის გვერდით ქმარი არასდროს მოიწყენს. მთავარია ცოლ-ქმარმა მხიარულების სეანსებს შორის აზრზე მოსვლაც მოასწრონ.
თევზები
ცოლი- მსახიობი. ქმარი ვერასდროს გამოიცნობს, რას ფიქრობს ის სინამდვილეში და რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში. სამაგიეროდ, მასთან არასდროს მოიწყენს და მთელ ცხოვრებას საყვარელი ქალის იდუმალი სულის ამოცნობას მოანდომებს. ასეთი ქალის ქმარი აუცილებლად ქვის კედელივით ძლიერი, როგორც იტყვიან, შემომტანი, ოჯახის უფროსი, კარგი საყვარელი და საინტერესო მოსაუბრე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ის უკანმოუხედავად წავა, თან არც კი დაემშვიდობება, ისე. ასეთი ქალის ამოცანა ერთ მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან მიზნამდე დადის - მან ქმარს საკუთარი თავით ცხოვრება უნდა გაულამაზოს.
ვერძი
ცოლი - მეტოქე. ის ძალიან ძლიერი ქალია, ამიტომ მას სჭირდება ასეთივე ძლიერი მამაკაცი, მტკიცე და ამტანი. ტემპერამენტიანი ვერძი-ქალბატონის რეგულარული ქარიშხლის ატანა - ეს სუსტი კაცების საქმე არ არის. როგორ კი ის ასეთ მამაკაცს იპოვის, მაშინვე გაყვება ცოლად. ამის შემდეგ მათ ხასიათების მრავალწლიანი ბრძოლა ელოდება, რომელიც შედარებით წყნარი მხოლოდ ოქროს ქორწინებისთვის გახდება.
კურო
ცოლი - მოტივატორი. ასეთები ხშირად მიყვებიან ცოლად სიმპატიურ და მხიარულ უსაქმურებს, რადგან მათთან არასდროს იწყენენ. არადა, ძალიან მალე ამ უსაქმურს, უბრალოდ, წარმატების მიღწევა და სიმდიდრის მოპოვება მოუწევს, რადგან ცოლს კარგი კვება და კარგად ჩაცმა დასჭირდება. ასევე ის სიმპათიურ სახლს და პატარა მანქანასაც მოითხოვს. ამისთვის კურო-ცოლი ქმარს ნელ-ნელა დაამუშავებს, მის მანიპულირებას შეეცდება, შანტაჟზეც არ იტყვის უარს და მოტივაციის სხვა ტექნიკასაც გამოიყენებს. მოკლედ, მათ შორის უფრო ძლიერი „გადარჩება“.
კირჩხიბი
იდეალური ცოლი. მისი დათანხმება გათხოვებაზე რთულია, მაგრამ თუ მოხერდება, ქმარი სრულ კომპლექტს მიიღებს: ლამაზ და ჭკვიან ცოლს, კარგ დიასახლისსა და შესანიშნავ საყვარელს. ოჯახი - ეს მისთვის ყველაზე მთავარია. და თუ ქმარი ამ ყველაფერს არ გაიზიარებს, მას დაუნდობლად მოაქცევენ მარწუხებში.
ლომი
ცოლი - დედოფალი. ასეთ ქალები ცოლად მხოლოდ მათ მიყვებიან, ვინც მზად არის მაშინვე შეუქმნას მას დედოფლისთვის შესაფერისი ცხოვრება, შემდეგ კი, ყოველდღიურად დაიპრყოს მისთვის ახალი მწვერვალები და მთელი სამყარო მის ფეხქვეშ გაფინოს. მოკლედ, ლომი-ცოლი უნდა ბრწყინავდეს და ქმარი ამისთვის ყველა საჭირო პირობას უქმნიდეს.
ქალწული
ჭკვიანი ცოლი. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველაფერს გაიგებს, გაიზიარებს, და ბრძნულ რჩევასაც არ დაიშურებს. ის ცოლიცაა, საყვარელიც, საუკეთესო მეგობარიც, ამიტომაც ქმარი მეგობრების სიმცირის დეფიციტს ვერასდროს იგრძნობს. თუმცა იქნება მომენტები, როდესაც ქალწულს ქრმისთვის „ტვინის წაღების“ სურვილი შეიპყრობს და ამას უკვე აპრობირებული, კარგად გააზრებული მეთოდების გამოყენებით გაკეთებს. თუმცა ეს ძალიან მცირეხნიანი „შეტევა“ იქნება, რის შემდეგაც ის უკვე ბოდიშს მოიხდის.
სასწორი
ცოლი-კატა, საყვარელი და ლამაზი, მაგრამ არც ისე „სასარგებლო“ თანაცხოვრებაში. სამაგიეროდ ის მისი არსებობით გარემოს გარდაქმნის, მის გარეშე სახლი ცარიელია. სასწორ-ცოლს აუცილებლად უნდა ეფერო და ხელის გულზე ატარო, თორემ ეწყინება და სახლიდან გაიქცევა, შუაღამეც რომ იყოს.
მორიელი
ცოლი - ჯადოქარი. ის ნებისმიერს მოაჯადოებს და თუ ძალიან კარგად მოიქცევა, მაშინ საკუთარი ჯადოსნური ძალის გამოყენებით მისკენ წარმატებასა და სიმდიდრესაც „გაუშვებს“. ასეთი ქალის ქმრის , ბუნებრივია, ყველას შურს, მისი ცოლი ხომ ლამაზიცაა და ჭკვიანიც, ის იდეალური ქალია. შესაბამისად, მორიელის ქმარიც ძლიერი, ჭკვიანი და ქარიზმატული უნდა იყოს. მას სხვა გამოსავალი არც აქვს.
მშვილდოსანი
ცოლი - მებრძოლი მეგობარი. ის ქალია, რომელთან ერთად ცეცხლშიც შეხვალ, წყალშიც და სამხედრო დავალების შესასრულებლადაც გაემგზავრები უშიშრად. ქმრის ზურგს უკან მხოლოდ იმიტომ იმალება, რომ ასე უფრო მარტივია მისთვის ტყვიების მიწოდება. ქმარს კი მოუწევს კარგი არსენალის შეძენა, რომ უამრავი თაყვანისმცემლის მოშორება მოახერხოს და საკუთარი თავიც დაიცვას. ასეთ ქალთან პოლემიკის მოგება ერთადერთი გზითაა შესაძლებელი - უნდა აღიაროს, რომ ცოლი მართალია.
ტყუპები
ცოლი - სარკე. ის სავსეა მისტიკით, იდუმალებით და საფრთხის განცდით, ზუსტად იცის, ვინ არის მისი რჩეული სინმადვილეში და მზადაა აჩვენოს მისი რეალური სახე, ასეთ ადამიანთან ოჯახის შექმნა მხოლოდ ძლიერ და კარგ ადამიანს შეუძლია, მას, ვინც საკუთარ თავზე მწარე სიმართლის გაგებას არ შეუშინდება. ყველა სხვა მისთვის წარსული გახდება, ან თვითონ გაიქცევა, ან ცოლი მოიშორებს მარტივად. ასეთი ქალი ყველზე ბედნიერად ითვლება, რადგან მას ნამდვილად შეუძლია ღირსეული მამაკაცის არჩევა.
0 коммент.:
Отправить комментарий